სლაიდი

პროექტი


  1. პროექტის სახელი:  საჭმლის მომნელებელი სისტემა
  2. პროექტის მოკლე აღწერა: თემა აქტუალურია იმ კუთხით, რომ მოსწავლეები ეცნობიან პირველად, თუ რა გარდაქმნებს განიცდის საკვები ადმიანის ორგანიზმში, როგორ ხდება ორგანიზმისათვის საჭირო ნივთიერებების გარდაქმნა, შეთვისება, რა მნიშვნელობა  ენიჭება საკვების ეკოლოგიურ სიჯანსაღეს და კვებითი რაციონის სწორად შერჩევას.
  3. პროექტის სრული აღწერა : ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერი ორგანოს მუშაობას ენერგია ესაჭიროება, რასაც საკვები ნივთიერებები უზრუნველყოფენ. საკვებში არსებულ ორგანულ ნივთიერებებს პირდაპირ უჯრედში შეღწევა არ შეუძლიათ. ისინი ქიმიურ გარდაქმნებს განიცდიან და უფრო მარტივ მოლეკულებად იშლებიან. მომნელებელი სისტემა 8–10 მ სიგრძისაა. მის კედელი 3 შრისაგან შედგება:
1)      გარეთა შემაერთებელი(შემოსაზღვრავს ორგანოებს და იცავს მათ),
2)      კუნთოვანი(უზრუნველყოფს ყლაპვას, საკვებში მომნელებელი წვენების სერევას, საკვების გადაადგილებას და ნარჩენების გარეთ გამოყოფას),
3)      ეპითელური (გამოიუშავებს და გამოყოფს ლორწოს, ასველებს საკვებს და აადვილებ მის მოძრაობას საჭმლის მომნელებელ მილში).
საჭმლის მომნელებელ მილს სპეციალური სადინარებით მომნელებელი ჯირკვლები(გარეგანი სეკრეციის ჯირკვლები) უკავშირდება სხვადასხვა ნაწილში გამოყოფს წვენს, რომელიც შეიცავს ფერმენტებს და შლის ყველა ორგანულ ნივთიერებას.
პირის ღრუში კბილებით(რომლებიც ძვლობანი წარმონაქმნებია და ორივე ყბის ფოსოებშია ჩამჯდარი) მიმდინარეობს საკვების მექნიკური დამუსავება, რასაც 32 კბილი ემსახურება. ისისნი სპეციალიზირდება: მჭრელებად, ეშვებად, ძირითად და სიბრძნის კბილებად. კუნთობანი ენა ეხმარება მათ ღეჭვის დროს. მავე დროს სანერწყვე ჯირკვლებში(ყბა–ყურის, ენის ქვეშა და ყბის ქვეშა) დიდი რაოდენობით ნერწყვი გამოიყოფა. მასში არსებული ფერმენტი ამილაზა ნაწილობრივ შლის ნახშირწყლებს. ნერწყვის შედგენილობა(წყალი, ფერმენტები, ლიზოციმი–ბაქტერიული არის გამნადგურებელი და სიბლანტის მიმნიჭებელი ნივთიერებები) ქმნის ტუტე არეს. პირის ღრუში იწყება მონელების პირველი ეტაპი–სახამებლის დაშლა.
უკვე ფორმირებული ლუკმა ხახიდან საყლაპავ მილში და შემდეგ კუჭში ხვდება საყლაპავის კედლის კუნთების პერისტალტიკით. კუჭის დანაოჭებული ზედაპირი ზრდის კუჭის ლორწოვან ფართობს, რის გამოც იზრდება გამოყოფილი კუჭის წვენის რაოდენობა, იგი შედგება ფერმენტების, 0,5% მარილჟავასა და ლორწოსაგან, რომლის მოქმდედებით ცილები იშლება პეპდიდებად. ფერმენტი პროტეაზა, რომელიც პეპსინს წარმოადგენს აქვ ამავე დროს სადეზიმფექციო მოქმედება. კუჭის კედლები დაცულია ლორწოვანი გარსით ე. წ. დამცველობითი ბარიერით. მისი მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში პროტეაზები და მარილმჟავა უჯრედის კედელს ,,გამოჭამენ’’ და წარმოიქმნება წყლული. კუჭში შეიოვება მცირე რაოდენობით წყალი, ალკოჰოლი, მინერალური მარილები და ზოგიერთი  საკურნალო პრეპარტები. გათხევადებული საკვები მცირე ულუფებით თორმეტგიჯა ნაწლავში გადადის. იგი  წვრილი ნაწლავის დასაწყისია.
თორმეტგოჯა ნაწლავში იხსნება კუჭქვეშა ჯირკვლის–პანკრეასის(რომელსაც ტუტე რეაქცია აქვს) და ღვიძლის სადინარები, გრძელდება ცილების დაშლა–ამინომჟავებად, ნახსირწყლებისა გლუკოზამდე და ფერმენტ ,,ლიპაზას’’ მოქმედებით ცხიმების გლიცერინად და ცხიმოვან ჟავებად გარდაქმნა. ,,ლიპაზა’’  ნაღველს ააქტიურებს. იგი ღვიზლის სეკრეტია, რომელიც მხოლოდ მაშინ გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში, როცა იქ საკვები ხვდება. ცხიმის მოლეკულები ერთმანეთისაგან განცალკევდება–ემულგირდება და ხდება მათი დაშლა.
გათხევადებული საკვები კიდევ უფრო ირევა წვრილი ნაწლავების(4,5–9მ) შეკუმშვის გამო რითაც ხელს უწყობს მონელების პროცესის დამთავრებას და დაშლის პროდუქტების შეწოვას ნაწლავის ხაოეითა და მიკროხაოებით.
ამინომჟავების, გლუკოზის, გლიცერინისა და ცხიმოვანი მჟავების მოლეკულები გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემაში. გარდაქმნილ ნივთიერებებს, მათი საერთო თვისებებიდან გამომდინარე შეუძლიათ:1) უჯრედის მემბრანაში შეღწევა,
2) უჯრედებს შეუძლიათ მათი გამოყენება ენერგიის მისაღებად,
3) საკუთარი სტრუქტურების ასაგებად.
პერისტელტიკის გზით გადამუშავებული ნარჩენები გროვდება მსხვილ მაწლაბებში 10–12 საათის განმავლობაში, სადაც მიკროორგანიზმები იწვევენ მომნელებელი ნახშირწყლების დუღილს და ცილების ლპობას. ამასთან ტოქსიკური ნაერთები(ფენოლი, ინდოლი, ამიაკი...) და აირები(ნახშირორჟანგი, მეთანი, გოგირდწყალბადი) გადადის სისხლში და ხდება მათი დეტოქსიკაცია. მიკროორგანიზმები ასინთეზირებენ ზოგიერთ ვიტამინს და თრგუნავენ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების მოქმედებას. მსხვილ ნაწლავში ხდება წყლის, მინერალური მარილების, ზოგიერთი ვიტამინის შეწოვა, ფორმირება ფეკაიები და სწორი ნაწლავით ხდება მათი დეფეკაცია.
  1. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 14-15წ.
  2. ვადები და ხანგრძლივობა:  ერთი თვე
  3. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში. ილუსტრაციაზე ამოიცნიბს მოსწავლე ადამიანის ორგანოთა სისტემებს და ზოგადად ასახელებს მათ ძირითად ფუნქციას. სქემატურად გამოსახავს უჯრედსა დაგარემოს შორის ნივთიერებათა (მაგ: აირების, წყლის, საკვების, ცხოველმოქმედების) პროდუქტების მიმოცვლას ორგანოთა სისტემების მეშვეობით და მსჯელობს ამპროცესის მნიშვნელობაზე.
  4. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რა შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები უკეთ  გაეცნობიან,  თუ რა მნიშვნელობა აქვს  სწორ კვებას ადამიანისათვის (განსაკუთრებით მზარდ ასაკში) კვების რეჟიმს, ჯანსაღ პროდუქტს, საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაცვას, ჰიგიენურ პირობებს. მოსწავლეები ეცნობიან ადამიანის ორგანიზმში     საჭმლის მომნელებელი ორგანოების აგებულებას, საკვების გადამუშავებასა და მონელებას. ახალი ინფორმაციის მიწოდებით და განვლილის შეხსენებით ხდება მასალის მთლიანობაში გააზრება, სიღრმისეული წვდომა, კითხვების დასმის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება, ახალი მასალის ათვისება, დამუშავება, შინაგანი მოტივაციის გაძლიერება, წერითი მეტყველების უნარ–ჩვევების განვითარება.მოსწავლე ილუსტრაციაზე ამოიცნობს ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებს და ზოგადად ასახელებს მათ ძირითად ფუნქციებს, აკავსირებს ადამიანის ორგანიზმის ანატომიურ და ფიზოოლოგიურ თვისებებს ერთმანეთთან. სქემატურად გამოსახავს გარემოსა და აღნიშნულ  სისტემაში ნივთიერებათა მიმოცვლას. მსჯელობს საკვების მნიშვნელობაზე და მის ეკოლოგიურად სისუფთავეზე, ჰიგიენური პირობების  აუცილებლობაზე. ინფორმირებულია ორგანიზმის დაცვითი შესაძლებლობების შესახებ, ვარაუდობს სისტემის მუშაობის დარღვევისას გამოვლენილ შედეგებზე.    გაკვეთილი მიზანმიმართულია, მასალა ნათლადაა გადმოცემული, სწავლების შესაბამისი პირობებია. შესაძლებელია ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება.
  5. სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ თუ რა უარყოფითი მნიშვნელობა აქვს საკვების ტემპერატურის მკვეთრ მონაცვლეობას, რადგანაც არნიშნული პროცესი აზიანებს კბილის მინანქარს, გვირგვინს, ფესვსა და ღრძილს. იგი ცოცხალი ორგანოა რომელსაც გარკვეული დანიშნულება აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა,  კუჭნაწლავის სიჯანსაღის საწინდარია. აუცილებელია საკვები პროდუქტების სათანადოდ დამუშავება, რომ არ მოხდეს დაინფიცირება.
  სწრაფი კვებისას ადამიანი იღებს მარალ კალორიულ პროდუქტს, რომელიც მდიდარია ქოლესტერინით(ღარიბია ვიტამინებით და უჯრედისით), ამიტომ გაიზარდა მრავალ ქვეყანაში ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვი, რადგანაც ირღვევა ბალანსი ორგანულ ნივთიერებებს შორის და შესაბამისად იზრდება საჭმლის მომნელებელი ორგანოების წყლოვანი დაავადებები. ქუჩაში კვების დროს ჰიგიენური პირობები დარღვეულია და შესაძლებელია ორგანიზმში მოხვდეს სალმონელოზის, დიზენტერიისა და სხვა სახის დაავადების გამომწვევები, ჭიის კვერცხები. ამიტომ აუცილებელია ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტების შერჩევა და ცხოველური და მცენარეული საკვების სწორად განაწილება დღის განმავლობაში. კვებითი რაციონის შერჩევა ასაკობრივი თვალსაზრისით, რადგან სწორი კვება ჯამრთელობიოს საწინდარია.
9.      სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, ქიმია, ისტი.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლამზირა ტალახაძე (114-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი)
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: lamziratalaxadze@gmail.com
14. პროექტის ფორუმი
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://lamziratalaxadze.blogspot.com